Quantcast
Channel: პოლიტიკა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 93

„არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი“ –თინა ხიდაშელი

$
0
0

ნამდვილად არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანანდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.
„ნამდვილად არ ვაპირებ არსად გადადგომას, არც მე და არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი. არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ. საერთოდ, ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და, შესაბამისად, არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას. წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და იმის შესახებ პარტიები მსჯელობდნენ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებენ გასვლას. ჩემი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია. ასეთი ტიპის საუბარი რომ ყოფილიყო, იქ ვიქნებოდი, მაგრამ ეს ორი დღე სამინისტროში გავატარე”, – განაცხადა ხიდაშელმა.

The post „არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი“ – თინა ხიდაშელი appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 93

Trending Articles