Quantcast
Channel: პოლიტიკა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 93

ენმ-ის განცხადება გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლის შესახებ

$
0
0

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის წევრის, გიორგი ვაშაძის მიერ გუნდის დატოვებას განცხადებით ეხმაურება.

“infolab“ პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს დაუთმონ, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში.
ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერის სურვილი – აუცილებლად წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო სიის ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია.
ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციებისა და ამით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილს ვერ უშველის. ჩვენს მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებზე დავამარცხებთ”,
_ აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის მიზეზეზად “დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას” ასახელებს.

მისივე თქმით, ის ემიჯნება “შევარდნაძის თაობის პოლიტიკოსებს”, რომლებმაც, ვაშაძის აზრით პოლიტიკა უნდა დატოვონ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის ახალ მოძრაობას ქმნის, რომელსაც “წარმატებული საქართველოსთვის” ერქმევა.

The post ენმ-ის განცხადება გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლის შესახებ appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 93

Trending Articles