Quantcast
Channel: პოლიტიკა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 93

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

$
0
0

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა.

ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ხედვები პარტიაში  არსებულ ტაქტიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში მოდის და ასეთ ვითარებაში ის პარტიაში საკუთარ ადგილს ვერ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ხედვებით პარტია საზოგადოებას უფრო მეტად დაშორდება.

მისი თქმით, ის პარტიის დატოვების მიუხედავად, ოპოზიციურ საქმიანობას არ წყვეტს.

“ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ეს იქნება ცოტა სხვა ტიპის საქმიანობა და არა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად,” – აცხადებს უსუფაშვილი.

ის ამბობს, რომ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში კონსულტაციებს გამართავას სხვადასხვა ძალებთან, “ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით” და მათთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას. თუმცა, მათ ვინაობას ჯერჯერობთ არ აკონკრეტებს.

The post დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 93

Trending Articles