Quantcast
Channel: პოლიტიკა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 93

ეგზიტპოლი: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას 80%-მა დაუჭირა მხარი

$
0
0

9 აპრილს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ჩატარდა რეფერენდუმი. ეგზიტპოლის მიხედვით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ამომრჩეველთა 80 პროცენტმა მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთისთვის ალანიას რესპუბლიკის დარქმევას.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკაში უკვე დაიხურა საარჩევნო უბნები. წინასწარი შედეგების გამოცხადება ადგილობრივი დროით 23 საათიდან დაიწყება.

ეგზიტპოლების მიხედვით, ამომრჩეველთა 45,8 პროცენტმა ხმა მისცა მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, მეორე ადგილზეა 36,9 პროცენტით ანატოლი ბიბილოვი, ხოლო მესამეზე – ალან გაგლოევი 16,8 პროცენტით. დეფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტია საჭირო, რის გამოც, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.

სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს საქართველო და დასავლური სახელმწიფოები.


Viewing all articles
Browse latest Browse all 93

Trending Articles