Quantcast
Channel: პოლიტიკა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 93

„ანაკლიის პორტი –საქართველოში ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება“ –ნოდარ ხადური

$
0
0

ჩვენ ველოდებით ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ფინანსთა მინისტრი ინვესტიციებს ელოდება კერძო სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის სფეროში, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობაში.
,,შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რევოლუციური, ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება, ეს არის ანაკლიის პორტი”, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„ახლახანს დასრულდა დონორთა კონფერენციები, რომელზეც გადაწყდა, რომ დაიწყება ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა. დღეს საღამოს ხელი მოეწერება იაპონელებთან ერთად ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას. ასე რომ, სერიოზული, ხელშესახები გეგმებია, რომელთა განხორციელება უდავოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას”, – განაცხადა ხადურმა.

The post „ანაკლიის პორტი – საქართველოში ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება“ – ნოდარ ხადური appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 93

Trending Articles