Quantcast
Channel: პოლიტიკა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 93

სვანეთის მოსახლეობა კომპანია “ოპტიკალ სისტემსის” მიერ ოქროს მოპოვებისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს

$
0
0

სვანეთში, სოფელ ელიში კომპანია “ოპტიკალ სისტემსის” წარმომადგენლობამ საქართველოში, ოქროს მოპოვებისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. სოფელში აქცია გაიმართა, ადგილობრივებმა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს და კომპანიის თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ხვიჩა ჩართოლანმა განუცხადა, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, სინჯის აღებისთვის ლიცენზია 2005 წელს მიიღო. მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას მოპოვებითი სამუშაოებისთვის საჭირო ლიცენზია არ გააჩნია.

სამუშაოები სოფელში ორი კვირის წინ დაიწყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჩატარებული სამუშაოების გამო გადათხრილია ტერიტორიის დიდი ნაწილი და გაკაფულია ხეები. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების მიზნით გამოყენებულია გარკვეული ქიმიური ნივთიერებები.

“შევიკრიბეთ მთელი სვანეთიდან. აქ არის სვანეთის ყველა სოფლის მოსახლეობა. ორი კვირის შემოსულებიც არ არიან და გადათხრილია მთელი ტერიტორია. ტყე გაკაფეს. ზოგ ადგილას 15 მეტრის სიღრმეზე აქვთ ორმოები ამოთხრილი. მთელი სვანეთი ფეხზე დგას. ჩვენ აქ სვანეთის სიყვარულის გამო შევიკრიბეთ. სოფელ ელით დაიწყეს და მთელ სვანეთში ამგვარი სამუშაოების ჩატარებას გეგმავენ, როგორც ვიცი, მათ არც ოქროს მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზია გააჩნიათ, აქვთ მხოლოდ სინჯის აღებისთვის საჭირო ლიცენზია, რომელიც 2005 წელს მიიღეს. იყენებენ ქიმიურ ხსნარებს, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას. ისეთი სუნია, აქ გაჩერებაც შეუძლებელია. როდესაც ადგილზე მოვედით, კომპანიის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს, ტექნიკაც გავაყვანინეთ და მათ შემოსვლას აღარ დავუშვებთ”, – განაცხადა ხვიჩა ჩართოლანმა.

ადგილობრივების თქმით, იქ, სადაც “ნენსკრა ჰესი” უნდა აშენდეს, სამუშაოების წარმოების დროს დიდი რაოდენობით ოქროს მარაგი იყო აღმოჩენილი, რის გამოც ტერიტორია დაილუქა და ჰესის მშენებლობა შეწყდა.

“ესენი მთელ ენგურის ხეობას მოედებიან. ”ნენსკრა ჰესზეც” შეწყვიტეს მუშაობა იმის გამო, რომ იქაც ოქრო უპოვიათ და დალუქეს მთელი ტერიტორია, ამჟამად კი იქ გადანაწილებები მიმდინარეობს”,-განაცხადა ხვიჩა ჩართოლანმა.
“ინტერპრესნიუსი” აღნიშნული კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.

 

The post სვანეთის მოსახლეობა კომპანია “ოპტიკალ სისტემსის” მიერ ოქროს მოპოვებისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 93

Trending Articles