მესტიის რაიონ წვირმის თემის სოფელ იელში,მოსახლეობის წინააღმდეგობის შედეგად შეჩერებულია ოქროს მოპოვებითი სამუშაოების წარმოება,მობილიზებულია მიმდებარე თემების მოსახლეობა,ტექნიკა ტოვებს სოფელს.
“გუშინდელი მოვლენები იელის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებასთან დაკავშირებით ჩვენდა სასიკეთოდ , სვანების სურვილისამებრ განვითარდა . მაგრამ ის ყველაფერი რაც გუშინ სოფელ იელის ტერიტორიაზე დაგვხვდა შემაშფოთებელია, ამ ეტაპზე სოფლიდან გაყვანილია ტეხნიკა, სოფელი დავაცლევინეთ ჩინელ მუშებსაც, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ადგილზე დარჩა ჩვენთვის უცნობი სითხით სავსე კასრები, რომლებშიც სავარაუდოდ ოქროს გადასამუშავებლად საჭირო მომწავლელი ნივთიერებებია მოთავსებული, ტერიტორიაზე დგას საშინელი სუნი, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში იმ მოკლე ხანშიც კი ამ სითხის სუნისა და ღმერთმა უწყის რა მომწამლავი ზემოქმედების შედეგად დაგვეწყო თავის ტკივილი და თვალების წვა, რასაც დღესაც უჩივის ყველა იქ მყოფი. ამ კასრებში ჩვენი ვარაუდით მოთავსებულია ისეთი ნივთიერებები როგორიცაა ციანიდი! ადამიანისთვის ციანიდი დაბალი
კონცენტრაციითაც ძლიერ ტოქსიკურია. თხევადი
ან აირადი ციანწყალბადი და ციანიდის ტუტე
მეტალების მარილები შეიძლება მოხვდეს
ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი და საჭმლის
მონელების გზებით, ან შეწოვით თვალის
ლორწოვანი გარციდან ან კანიდან. გაჭრილი,
დაზიანებული ან ნოტიო კანიდან ციანიდის
შეღწევა უფრო ძლიერად ხდება. ციანიდის მიმართ მგრძნობიარობა
ინდივიდუალურია. ამიტომ, როგორც წესი,
ციანიდის ლეტალურ დოზად მიჩნეულია
ციანიდის კონცენტრაცია, რომელიც სასიკვდილოა
ადამიანების 50%-სათვის. აირადი ციანწყალბადის
ლეტალური დოზაა 100-300 წილი მილიონზე. ამ
დოზით ციანწყალბადის შესუნთქვა იწვევს
სიკვდილს 10-60 წუთში, ციანწყალბადის
კონცენტრაციის მიხედვით. ციანწყალბადის
შესუნთქვა კონცენტრაციით 2000 წილი მილიონზე,
იწვევს სიკვდილს 1 წუთში. საჭმლის
მომნელებელი სისტემის გზით მიღებული
ციანწყალბადის ლეტალური დოზა შეადგენს 50-
200 მგ-ს (რაც დაახლოებით ბრინჯის მარცვლის
სიდიდისაა) ან 1-3 მგ-ს სხეულის წონის 1 კგ-ზე.
დაზიანებულ კანთან კონტაქტის შემთხვევაში
ციანწყალბადის ლეტალური დოზაა 100 მგ
სხეულის 1 კგ-ზე. მიუხედავად იმისა, რომ
ციანიდთან კონტაქტის სახეები და დოზები
შეიძლება განსხვავებული იყოს, ადამიანის
სხეულში მოხვედრის შემდეგ ციანიდის მოქმედებასიკვდილს იწვევს ციანიდის ისეთი მცირე
კონცენტრაციაც კი, როგორიცაა 1 მიკროგრამი
ლიტრზე. ასე რომ საჭიროა ამ საშიში სითხით სავსე კასრების დროულად დალუქვა და გადატანა უსაფრთხო ადგილზე!” – წერს მიმდინარე მოვლენების ადგილიდან კობა ჩოფლიანი.
The post დგას თუ არა ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის ქვეშ სოფელი “იელი“ appeared first on InfoLab.